მთავრობისგან ვითხოვთ სათანადო რეაგირებას გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე – მედიაკოალიცია

კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზეციები საგამოძიებო ორგანოებისგან ითხოვენ, გაასაჯაროონ დროული და დასაბუთებული ინფრომაცია “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის მომზადების შესახებ. კოალიცია მოუწოდებს მთავრობას, აღნიშნულ საქმეზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, გავრცელებულ ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

გუშინ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ გუშინვე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გაბუნიას პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია პუტინზე შეგინების გამო.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუსის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ “დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2019 წელს მონოლოგისას ვლადიმირ პუტინს რუსულად შეაგინა. აღნიშნული რამდენიმე საათში დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა. მათ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა.

საქართველოს უმაღლესო თანამდებობის პირებს, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებიათ რაიმე სახის განცხადება გიორგი გაბუნიას შესაძლო დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

წყარო

2020-06-16T13:43:40+04:00ივნისი 16th, 2020|