მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, ვირუსისგან 2.5 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსისგან 370 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

მსოფლიოში ყველაზე მეტად ამ დროისთვის, კვლავ აშშ-ია დაზარალებული. აქ ვირუსით 1,7 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 103 000-ს აჭარბებს. აშშ-ს მოსდევს ბრაზილია, თითქმის ნახევარი მილიონი დაინფიცირებულით. მესამე ადგილზე კი რუსეთია – 400 000-მდე დადასტურებული შემთხვევით. ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეში, იტალიასა და ესპანეთში დაფიქსირდა.