„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. „ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

რული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, „ანას ბაღთან” არანაირი შეხება არ აქვს, პირიქით, „ანას ბაღი“ კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, თბილისის მერიასთან „ანას ბაღის მცველებისა“ დაგარემოსდამცველთაინიციატივით აქცია იგეგმება.

 

წყარო