ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, კალინინგრადიდან მოსკოვამდე მიმავალ თვითმფრინავებს  მარშრუტი ერთი საათით დაუგრძელდებათ.

კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა რუქა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში წარწერით: „მოსკოვისკენ მიმავალი გზა ერთი საათით გრძელი იქნება. ყველა ავიაკომპანია ამისთვის მზად არის და გამოიყენებს ამ მარშრუტს“.

მანამდე ლატვიამ და ესტონეთმა განაცხადეს, რომ რუსული ავიახაზებისთვის ცას კეტავენ. ლიტვა განიხილავს ამ საკითხს.