მოსკოვის ოლქში, მსუბუქ-ძრავიანი თვითმფრინავი “Aeroprakt A-22” ჩამოვარდა, ბორტზე პილოტი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ამის შესახებ რუსული ტელეარხის “REN TV”-ის ტელეგრამ-არხი იტყობინება.

 

თვითმფრინავი აფრინდა აეროდრომიდან, სახელად „ვატუტინო“ და თითქმის  აფრენისთანავე დედამიწაზე ვარდნა განიცადა.

 

ავარიის შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა საავიაციო კლუბ „აეროკლასიკას“ ტერიტორიაზე მოხდა. ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა მიიღო 12 ერთეულმა ტექნიკამ და 34-მა  მაშველმა.

 

შემთხვევის ადგილზე დაღუპული პილოტისა და მგზავრის ცხედრები იპოვეს. რუსულ ტელეგრამა Mash– ში განმარტეს, რომ თვითმფრინავის მფლობელი იური სამოხვალოვი დაიღუპა ავარიაში, ისევე როგორც მისი თანამგზავრი, რომლის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე