დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები, უწყებათაშორისი საბჭოს წევრები დღეს იმსჯელებენ. უქმე დღეებისთვის განსაზღვრული პერიოდი ხვალ იწურება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს ვადა გახანგრძლივდეს და შესაბამისად, 12 მაისის შემდეგაც არ განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, არ იმუშაონ ბაღებმა და სკოლებმა და ასევე, არ აღადგინონ მუშაობა სხვა საჯარო დაწესებულებებმა.

ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ საყურადღებოა, ინფიცირების დღიური მაჩვენებლი 6 პროცენტს ასცდა. ვირუსით გუშინ კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში უკვე აცრილია 62 447 მოქალაქე. მათგან 10 852 ორი დოზით. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.