მოგმართავთ, როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი

„აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო, შენა“, –  ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ვაზს, რომელიც მისივე თქმით, საფერავის ჯიშისაა და კიევის გარეუბანში თავად ჩაყარა.

„ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციის სახით 30 თეთრის ოდენობით.

ეს თანხა დოლარებში რომ გადავიყვანოთ, არის რამდენჯერმე ნაკლები იმ თანხისა რასაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვაძლევდი ხალხს და ისიც არ იყო საკმარისი! ხაზინა ცარიელია და მე მგონი, ეს თანხა – 30 თეთრი დაცინვაა უბრალოდ ჩვენი მევენახეების!

ამიტომ, მე მინდა, გითხრათ და მე მინდა, მოგმართოთ, როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ, ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას, შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს.

აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა, გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა; იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული.

ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის“,  – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

2020-09-16T11:11:17+04:00სექტემბერი 16th, 2020|