1) სავალდებულო რეზერვი წელიწადში 2 კვირით 18 დან 50 წლამდე ყველა ჯანმრთელი მამაკაცისა თუ ქალისთვის. მკაცრი სამხედრო სწავლებები,თვითგადარჩენის კურსები, რეზერვისტის სპეციალიზირება კონკრეტული მიმართულებით.
2) საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
3) შიდა წარმოების განვითარებისთვის ხელშეწყობა, პრიორიტეტად ქცევა, დაბალ განაკვეთიანი სესხები.
4) ყოველ მესამე შვილზე 10 000 ლარი სახელმწიფოსგან, მეოთხეზე 20 000, მეხუთეზე 30000 და ა.შ.
5) სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა.
6) მკვლელობაზე, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაზე სასჯელის გამკაცრება.
7) თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა დამატებით 400 მილიონით.
8) სამთავრობო ხარჯების შემცირება,მცირე და მოქნილი მთავრობა.
9) საქალაქო თვითმართველობის როლის ზრდა, რაიონული მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილების გაზრდა, დამოუკიდებელი ბიუჯეტით.
10) ანაკლიის პორტის აშენება.
11) მთაში განსაკუთრებით სასაზღვრო რაიონებში ხალხის დაბრუნებისთვის ხელშეწყობა, სუბსიდიები.
12) სამხედრო მრეწველობისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება.
13) საზღვრების მკაცრი დემარკირება სომხეთთან აზერბაიჯანთან და რუსეთთან.
14) თურქეთთან შეთანხმების მიღწევა ქართული კულტურული ძეგლების რესტავრაციის თაობაზე, მუზეუმების დაარსება.
15) ანტისაოკუპაციო კანონის გამკაცრება ( ციხე ).
16) ლუსტრაციის კანონის მიღება.
17) ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის დაფუძნება.
18) მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება, მწეველების აღრიცხვა.
19) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების არჩევითობა.
20) პენსიის გაზრდა 300 ლარამდე.
არჩევნები კარს მოგვადგა და ჯერჯერობით ვერცერთი პარტიის წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა ვერ ვნახე, ალბათ ჯერ კიდევ არ შედგენილა და იმიტომ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანები კონკრეტულ პარტიას ხმას კარგი პროგრამის გამო აძლევდნენ და არა შიშით რომელიმე სუბიექტისადმი! 20 პუნქტად დაყოფილი ეს პროგრამა ჩემი აზრით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს, რა თქმა უნდა ბოლომდე გაშლილი არ მაქვს.
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე General News-ის დამფუძვნებელი და სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე დარბაისელი.