მიზანი უცვლელია, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩრდილოეთ კორეის მმართველი

ვინც არ უნდა მართავდეს ჩრდილოეთ კორეას, აშშ-ის მიზანი ერთია, მისი დენუკლეარიზაცია – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კიმ ჩენ ინის გაუჩინარების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

პომპეოს, ასევე, ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა კიმ ჩენ ინის დასთან დაკავშირებით, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შემთხვევაში, ქვეყანას უხელმძღვანელებს.

“მე მას რამდენჯერმე შევხვდი, თუმცა ამოცანა იგივეა – მიზანი უცვლელია, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩრდილოეთ კორეის მმართველი,” -აღნიშნა პომპეომ.

მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი გულის ოპერაციის შემდეგ, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

2020-04-23T18:49:05+04:00აპრილი 23rd, 2020|