მივიღეთ გადაწყვეტილება სამი წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ

„შეუძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარება მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის გარეშე. ამიტომ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება სამი წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ. დღეის მდგომარეობით, ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე და ამის შემდგომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემა საქართველოში საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მორჩეს. ყველას კარგად გვესმის ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რამეთუ როგორც ფერმერს, ასევე საფინანსო სტრუქტურებს, საშუალება გვქონდეს მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და დავამუშავოთ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი რესურსი, როგორიცაა მიწა,” – განაცხადა გახარიამ.

2020-04-24T15:05:02+04:00აპრილი 24th, 2020|