მიდის თუ არა თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოში?

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.

წულუკიანმა ამ ინფორმაციას ოპონენტების მიერ შეთხზული ამბავი უწოდა და განაცხადა, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში აპირებს აქტიურობას.

„მათ გამოიგონეს თემა, რომელიც დილით ჩემთვის იყოს სიურპრიზი. შემდეგ ხალხს ამაზე კომენტარები აკეთებინეს.

მინდა მათ ვუთხრა, ნუ გეშინიათ. არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ვაპირებ, რომ ამ არჩევნებში ვიყო ძალიან აქტიურად ჩართული და თუკი მათ აქვთ ლოგიკის უნარი, ერთი გამორიცხავს მეორეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

2020-05-27T00:38:19+04:00მაისი 27th, 2020|