ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ირონიულად ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ის იქნება ბრძოლის წინა ხაზზე.

„მიდი ჩვენო შეუპოვარო არწივო! შეუტიე წინა ხაზებიდან ბიძინას“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

აქვე გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას:

„მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ, ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას.

რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ადგილების გაყოფის დრო ახლა არ არის და არც მომავალში დადგება.

ვისაც გვინდა, რომ ჩვენს ხალხს დავეხმაროთ, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე.

წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები ვიქნებით.

წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის. ”