შეერთებულ შტატებში მაიოს კლინიკის ექიმებმა დაადგინეს, რომ კიბოს განვითარების დადასტურება შეიძლება სიმპტომებით, რომლთაგანაც ბევრი შეიძლება უვნებელი იყოს,- ამის შესახებ Express იუწყება.

სპეციალისტების თქმით, მტკივნეული, მეწამული შეფერილობის გამონაყარი სახეზე ან ქუთუთოებზე შეიძლება მიუთითებდეს არაჩვეულებრივ მდგომარეობაზე, რომელსაც დერმატომიოზიტს უწოდებენ.

ექსპერტების თქმით, მოზრდილებში დერმატომიოზიტი ზრდის კიბოს განვითარების ალბათობას, განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელის, ფილტვების, პანკრეასის, მკერდის, საკვერცხეების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის…

გამონაყარის გარდა, ეს ანთებითი დაავადება ხასიათდება კუნთების სისუსტით თეძოებზე, მხრებზე და მკლავებში, ასევე შეიძლება იყოს ზურგის ტკივილი ან ყაბზობა. ექიმები ურჩევენ ამ სიმპტომების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თერაპევტს.

 

 

 

თამო თავხელიძე