მეგან მარკლის მამა თვლის, რომ მისი ქალიშვილი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დაქორწინდა ბრიტანეთის პრინც ჰარიზე და ის ბოლო წლებში ბევრს იტყუება. თომას მარკლმა ეს თქვა GB News– თან ინტერვიუს დროს, იუწყება The Sun.

 

მეგანის 77 წლის მამამ დაადანაშაულა პრინცი ჰარი, თითქოსდა მის ქალიშვილზე ცუდ ზეგავლენას ახდენდა.  თომასი ირწმუნება, რომ მისი ქალიშვილი ქმრის გავლენის ქვეშ “წლების განმავლობაში იტყუებოდა”  კითხვაზე,  ცრუობდა თუ არა მეგანმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუს დროს, ყოფილი ჰერცოგინიას მამამ თქვა: ”ის წლების განმავლობაში იტყუებოდა. ცრუობდა მთავარეპისკოპოსთან? როგორ შეძლო ეთქვა: “ჩვენ დავქორწინდით ქორწილამდე სამი დღით ადრე?” მისი სიცრუე იმდენად აშკარაა, რომ არ ვიცი…. ამავდროულად ვერ ვხვდები რატომ იქცევა ასე ” . გარდა ამისა,  მერკლის მამა  ირწმუნება, რომ მის ქალიშვილს ადრე არ იტყუებოდა, ასე რომ, ახლა მას რცხვენია მისი საქციელის. მეგანის მამამ აღიარა, რომ ქორწილის შემდეგ ქალიშვილთან აღარ ურთიერთობდა. მან შეწყვიტა მამის ზარებზე პასუხის გაცემა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში  მამამისზე დადგმული ფოტოები განთავსდა სადაც ის ქორწილის წინ სმოკინგის მორგებას  ცდილობს და სწავლობს ბრიტანეთის ისტორიას.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე