მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ აღნიშნული სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა

სასულიერო პირმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ ტაძარში წირვა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაცია “ტაბულას” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.  სასულიერო პირს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზე აღასრულებდა.

“ფორმულას“ ინფორმაციით, მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ აღნიშნული სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა, ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო.

თავად დეკანოზი დეტალებზე არ საუბრობს.

დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

2020-04-14T12:41:07+04:00აპრილი 14th, 2020|