დონალდ ტრამპი იმუქრებოდა,რომ შეერთებული შტატების ჯარს გამოიყენებდა სამოქალაქო არეულობის ჩასაქრობად.

ორშაბათს, როდესაც იქვე ახლოს ჯარი მშვიდობიან დემონსტრანტებს ესროდა ცრემლსადენ გაზს, ტრამპი თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან უაღრესად მშვიდი ნაბიჯით გადაადგილდებოდა წმინდა იოანეს ეკლესიისკენ, რომელიც 1816 წლიდან ცნობილია როგორც ,,პრეზიდენტის ეკლესია”და სადაც კვირას ღამით ხანძარი იყო არეულობიდან გამომდინარე.

მოქალაქეებს,რომლებიც აპროტესტებდნენ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას,მოულოდნელად ესროლეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.  სატელევიზიო კადრებში ჩანს სამხედრო ტექნიკით სავსე პენსილვანიის გამზირი,ხალხი,რომელიც გარბის და ცდილობს უსაფრთხო ადგილის მოძებნას,თუმცა ოფიცრები მათზე სასტიკად ძალადობენ.

კადრებში ასევე ჩანს ქალი,რომელიც გახდა შეუძლოდ და მომიტინგეებმა მისი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფაქტიურად,გამოიყენა ჯარი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რათა დაუბრკოლებლად მისულიყო ეკლესიაში. მან აიღო ბიბლია და პოზირებდა კამერების წინ. ამის შემდეგ კადრებიდან ჩანს,როგორ შეუერთდნენ მას გენერალური პროკურორი უილიამ ბარი და სხვა ოფიციალური პირები,მათ შორის თეთრი სახლის პრესმდივანი კეილი მაკეინი.
,,დონალდ ტრამპმა უბრალოდ გაათავისუფლა გზა ფოტოსესიისთვის”-აღნიშნა კალიფორნიის დემოკრატმა სენატორმა კამილა ჰარისმა.
,,მე ვარ თქვენი კანონისა და წესდების პრეზიდენტი”-განაცხადა ტრამპმა-,,მე მობილიზებას მოვახდენ და გამოვიყენებ ფედერალურ რესურსებს,სამოქალაქო პირებსა და სამხედროებს,რათა შეაჩერონ ამბოხება, ძარცვა ,განადგურება და შეტევა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ დავიცვა ამერიკელი სამართალდამცავების უფლებები და ასევე თქვენიც”.მან პირობა დადო, რომ შეაჩერებს პროფესიონალ ანარქისტებს, კრიმინალებს, დაჯგუფება “ანტიფას” და სხვებს, რომელთა ქმედებამ ,,შეიპყრო” ამერიკა.

სეინთ ლუისში,მას შემდეგ, რაც  დემონსტრანტების მიმართ განხორციელდა სასტიკი ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ოთხი პოლიციელი, ხოლო ბუფალოში 2 ადამიანი დაშავდა პოლიციის რიგებში მანქანის შევარდნის შედეგად. პოლიციის მონაწილეობით სროლები დაფიქსირდა ლას ვეგასშიც.

ჩიკაგოს გარეუბანში,სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა დაიღუპა 2 ადამიანი.
არეულობის ჩასახშობად ქვეყნის მასშტაბით დააწესეს ქალაქებს შორის საზღვრები და კომენდანტის საათი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მაცხოვრებლებს აღნიშნულის შესახებ მხოლოდ რამდენიმე საათით ან წუთებით ადრე აცნობეს.
ფილადელფიის მერმა მხოლოდ ნახევარი საათით ადრე გამოაცხადა კომენდანტის დროდ საღამოს 6 საათი, რის შემდეგაც მომიტინგეთა მობილურ ტელეფონებში ჩაირთო საგანგებო სიგნალიზაცია. ამას მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი-,,ვისი ქუჩებია?… ჩვენი ქუჩებია…”
სიტუაცია დაიძაბა ღამის პერიოდში,როდესაც პოლიციამ ქუჩების გაწმენდის მიზნით კვლავ ძალადობის მეთოდებს მიმართა.
ბალტიმორში,სადაც ხუთი წლის წინ პოლიციის საპატიმროში მოხდა 25 წლის ფრედი გრეის გარდაცვალება და ამ ფაქტმა გამოიწვია ანალოგიური მასშტაბის აქციები, ახლაც, ქუჩები სავსე იყო დემონსტრანტებით, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ქალაქის მასშტაბით,
მინეაპოლისში, იქ  სადაც ფლოიდი ცხოვრობდა, აქციის ათასობით მონაწილე შეიკრიბა გუბერნატორის სახცოვრებელ სახლთან და შემდეგ გადაინაცვლეს შტატის ცენტრალურ ქალაქში. მასშტაბური დემონსტრაციები იყო ნიუ ორლეანშიც.

ტრამპი დღის პირველ ნახევარში მონაწილეობას იღებდა ტელეკონფერენციაში სახელმწიფოს სხვადასხვა რწმუნებულებთან. ის მათ მოუწოდებდა კანონდამრღვევთა მიმართ სიმკაცრის გამოჩენისა და სამხედროების გამოყენების მუქარისკენ.,,დღეს მე მკაცრ რეკომენდაციებს ვაძლევ ყველა გუბერნატორს და მერს,რათა ქუჩებში განალაგონ სამხედროები მოსალოდნელი არეულობის გასაკონტროლებლად და ჩასახშობად. თუ რომელიმე შტატი ან ქალაქი უარს იტყვის საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ზომების მიღებაზე, მაშინ მე გამოვგზავნი სამხედროებს და სწრაფად მოვაგვარებ მათ პრობლემებს. მე ვიღებ სწრაფ და გადამწყვეტ ზომებს ჩვენი დედაქალაქის-ვაშინგტონის დასაცავად. როგორც ვთქვით, მე ვგზავნი ათასობით მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს და სამხედრო მოსამსახურეს, რათა შეჩერდეს აჯანება, ძარცვა, ვანდალიზმი, თავდასხმები და ქონების განადგურება. ჩვენ ყველას გაფრთხილებთ.”-განაცხადა მან.
ტრამპს უნდა აემოქმედებინა 1807 წლის აქტი აჯანყების შესახებ,იმისთვის რომ გამოეყენებინა მოვალეობის შემსრულებელი პერსონალი სამართალდამცავი ზომების განსახორციელებლად. აღნიშნული აქტი გამოიყენა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 1992 წლის ლოს ანჯელესის აჯანყების დროს.

დონალდ ტრამპმა საუბრის დასაწყისში მოკლედ ისაუბრა ფლოიდზე, თუმცა არაფერი თქვა პოლიციის სისასტიკეზე და რასობრივ უსამართლობაზე ამერიკაში.
ლოურენს ტრაიბმა , ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორმა, სოციალურ ქსელ ,,Twitter”-ში გამოაქვეყნა: ,,მშვიდობიან მომიტინგეებს ესროლეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები,მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესიისაკენ მიმავალი გზა გაეწმინდათ და ტრამპს ბიბლიით ხელში ეპოზიორა კამერების წინ. ეს საშინელებაა!! არაკონსტიტუციურია”.

 

ავტორი: ქეთი სამადაშვილი