მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანონ პრეზიდენტმა და სხვა თავდამსხმელებმა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მასთან კონსულტაციების მიღების მიზნით, სახლსა და უკვე სამსახურშიც პარლამენტის წევრები ხშირად დადიან.

„მე ვარ მოთამაშე მწვრთნელი, დაცვის პოზიციაში და იქიდან გავამხნევებ და რაღაც წვლილს შევიტან ამ გუნდში.

მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის გამოვიყენო.

ეს არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია უკრაინა იყოს ძლიერი. თუ უკრაინა იქნება ძლიერი საქართველოც იქნება წარმატებული, მას ეყოლება ძალიან მყარი დასაყრდენი უკრაინის სახით“, – აცხადებს სააკაშვილი.