“გულნატკენი ვარ, რომ ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ მშობლები, ახლობლები გვყავს და ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება, ვიღაცაზე ეს ცუდად მოქმედებს… ძალიან ძნელია ამის ატანა. მე მხედავთ, როგორ ვარ და რა მდგომარეობაში ვარ – არ ვარ დაჭრილი  და ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს,“ – ამბობს არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ტვ „პირველთან“ ჩართვის დროს.

„  შსს-მ ჩაატარა ოპერაცია, საიდან ამოიღო ის იარაღი… მე არ ვიცი, ვის ჰქონდა იარაღი… შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეს ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა,  ვიქნებოდი შსს მინისტრი და მეცოდინებოდა რომელი იარაღი საიდან ამოიღეს. მე ვარ კეთილგონიერი ავ ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, საბა ჟღენტი, არქიმანდრიტი.

მე უარვყოფ იმას, რომ აქ საბას კოშკში  (კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტერში), რაიმე ოპერაცია ჩატარდა და იარაღი ამოიღეს. და მამა დავითთან (ყინწვისის მონასტერი), რა მოხდა ტაძარში, რა იარაღი ამოიღეს – ეს მე არ ვიცი. მამა დავითს უნდა ჰკითხოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია…,“ – ამბობს არქიმანდრიტი საბა ჟღენტი