„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის განცხადებით, ის მზად არის შეხვდეს ოპონენტებს, რომლებიც ისნის ოლქში იყრიან კენჭს, რათა შეთანხმების საფუძველზე, ერთიანი ძალებით ებრძოლონ ყველანაირ დარღვევას, რომელიც საარჩევნო პროცესს ზიანს მიაყენებს.

როგორც კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასევე მზად არის შეხვდეს და კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი, რათა არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩატარდეს.

„მე მზად ვარ შევხვდე ჩემს ოპონენტებს იმ საარჩევნო ოლქში, ვისთან ერთადაც მექნება ოპონირება. მათთან ერთად შტაბების დონეზე გავცვალოთ ტელეფონები, რათა თუ სადმე, ვინმე ხედავს კონკრეტულ დარღვევას მაქსიმალურად მოკლე დროში ერთმანეთთან ურთიერთშეთანხმებისა და ინფორმაციების გაცვლით ეს პრობლემები აღმოვფხვრათ. არამხოლოდ მათ, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აუცილებლად შევხვდები, რომლებიც დარეგისტრირდებიან, როგორც საარჩევნო დამკვირვებლები. მათთანაც მექნება აქტიური კომუნიკაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად, დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები ისნის საარჩევნო ოლქში, შესაბამისად, ასეთივე გეგმა აქვს მთლიანად „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული“,