ირანი აშშ-ის სამხედრო გემებს გაანადგურებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენს ხომალდებს საფრთხეს შეუქმნიან, – ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სალამიმ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

“მე ბრძანება მივეცი ჩვენს საზღვაო ძალებს, გაანადგურონ ნებისმიერი ამერიკული ტერორისტული ძალა სპარსეთის ყურეში, რომელიც ირანის სამხედრო თუ არასამხედრო გემებს საფრთხეს შეუქმნიან”, – აღნიშნა სალამიმ. მისივე თქმით, სპარსეთის ყურის უსაფრთხოება ირანის სტრატეგიული პრიორიტეტია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ამერიკის სამხედრო ძალებს ბრძანება მისცა ირანის ხომალდები გაანადგურონ, თუ ისინი მათ საფრთხეს შეუქმნიან.

მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას შტატების 6 სამხედრო გემი საერთაშორისო წყლებში წვრთნებს გადიოდა, რა დროსაც მათ ირანის რევოლუციური გვარდიის ფლოტი აედევნა.