მასობრივი საფლავები ბრაზილიაში – ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მომსახურებას ვეღარ ახერხებს

ბრაზილიაში, კორონავირუსით გარდაცვლილების დასაკრძალად სპეციალური ტექნიკით მასობრივ საფლავებს თხრიან. გაზრდილი სტატისტიკის გამო, ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანის დაკრძალვა უწევთ.

ქალაქ მანაუში სამედიცინო სისტემა პაციენტების მომსახურებას ვეღარ ახერხებს და მოქალაქეები სახლებში იღუპებიან.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 43 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია 2 ათას 700 ზე მეტი პაციენტი.

2020-04-22T17:07:42+04:00აპრილი 22nd, 2020|