საფრანგეთში, “ტურ დე ფრანს” ველოსიპედის შეჯიბრის დროს, მაყურებელის პლაკატი ავარიის მიზეზი გახდა. ქალბატონს ამ დრომდე პოლიცია ეძებს, იუწყება BBC News Ukraine.

ინციდენტი ბრეტანში “ტურ დე ფრანს”-ის პირველი მატჩის დროს მოხდა. გერმანელი ველოსიპედისტი ტონი მარტინი შეეჯახა მუყაოს პლაკატს, რომელიც გზის პირას მყოფმა მაყურებელ ქალბატონს ხელში ეჭირა. იგი მიწაზე დაეცა, რამაც ველოსიპედის რბოლაში  მონაწილეების  სხვა სპორტსმენების ძირს დაცემა გამოიწვია.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ყვითელ პალტოში მყოფი ქალს ხელთ აქვს პლაკატი,  რომელზეც გერმანულად წერია “ბებია და ბაბუა”.  იგი პელოტონის საწინააღმდეგო მხარეს იყურებოდა და,ამიტომ  ველოსიპედისტების მოახლოება ვერ შეამჩნია.

 

 

იხ. ვიდეო:

 

 

 

 

თამო თავხელიძე