მარნეულის სოფელ შულავერში, რამდენიმე სოფლიდან, ფერმერები არიან შეკრებილიფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას ითხოვენ

Geplaatst door Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM op Woensdag 22 april 2020

“რადიო მარნეულის” ინფორმაციით, მარნეულში შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რაიონიდან მათი პროდუქტების გატანას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს.

ჟურნალისტის თქმით, მოსახლეობა აპროტესტებს მძიმე სოციალურ მდგომარეობას. პროტესტის მონაწილეებმა  გადაკეტეს გზა და ითხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისვლას.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პარტია “ევროპული საქართველოს” მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აჰმედ იმამკულიევი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი არიან.