„მარკირება ქვეყანაში შემოვიდა 2003 წლის არჩევნებზე. მას მერე ცდილობდნენ მარკირების ხსნარის წაშლას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის 100%-იანი სპირტის ხსნარით, ე.წ. აცეტონებით და სხვადასხვა ქიმიური საშუალებითაც. ამის საჯარო ტესტირებაც კი იყო პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რამდენად შეიძლებოდა წაშლილიყო ის. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საკითხის ლაბორატორიული კვლევა. კვლევის ჩატარებამდე, მე პირადად და ჩემმა თანამშრომლებმა შევამოწმეთ ის დეზინფექციის საშუალებები, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი ბაზარზე, დავისხით ხელზე, ვშალეთ და ვერ წავშალეთ. თუცა, ცხადია, სხვადასხვა შემადგენლობის სადეზინფექციო საშუალებები არსებობს და ყველა შემთხვევას გავითვალისწინებთ და გამოვირცხავთ. ახლა მიმდინარეობს მარკირების ახალი სითხის შეძენა და ამის შემდეგ საჯაროდ ვაჩვენებთ ყველას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსაც, რამდენად მყარია ეს სითხე. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩემი პირადი მოსაზრებით, ბიომეტრიული რეგისტრაციების, პრაქტიკულად 100%-იანი დაზუსტებული სიის პირობებში მარკირების სითხემ უკვე დაკარგა ის ფუნქცია, რაც თავის დროზე 2003 წელს ჰქონდა და რა მიზნებისთვისაც ის შემოვიდა. რაც ცესკოს თავმჯდომარე ვარ, ერთი საჩივარიც არ მახსოვს, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისგან, რომ სიაში რომელიმე პირის ორჯერ-სამჯერ ან მრავალჯერადად ყოფნა გაესაჩივრებინოთ. ერთი ადამიანი რომ ერთხელ არის სიაში, ეს არის გარანტია, რომ მრავალჯერადად ხმის მიცემა გამორიცხულია. როცა მარკირების სითხე შემოვიდა, სწორედ სიების მოუწესრიგებლობა იყო მთავარი პრობლემა, თუმცა უნდა იყოს თუ არა მარკირება, ეს ისეთი საკითხია, რომლის გადაწყვეტა ჩვენ არ შეგვიძლია. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და როგორც ვიცი, ხსნარის ამოღების მზაობა არ არის. ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ ჩავატარებთ ყველა პრაქტიკულ ტესტს პროცედურის ისე ჩასატარებლად, როგორც კანონი მოითხოვს, მათ შორის შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევაც“, – განაცხადა ჟვანიამ.

 

წყარო