ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული და მძიმე გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზება მომხდარიყო. მისი განცხადებიდან ნათელი იყო, რომ ეს მისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა და ეს სწორედ ის არის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ მისი ეს მოქმედება დაეხმარება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზებას და შექმნის მყარ საფუძველს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შემოდგომით. ეს არის ნამდვილი მიზანი, საქართველო დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ მიმავალ გზაზე, რომ აჩვენოს მსოფლიოს, რომ მას შეუძლია ჩაატაროს სანდო, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები შემოდგომაზე,“- განაცხადა კელი დეგნანმა.