ლიონელ მესი,  ფრანგულ პსჟ -ს უერთდება.  ფეხბურთელს გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე, ცრემლები წამოუვიდა. 

 

უფრო დაწვრილებით კი:

“ბარსელონას” საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა  ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ყოფილი ფეხბურთელი ლიონელ მესი კარიერას ფრანგულ კლუბ პსჟ -ში გააგრძელებს.

 

ამის შესახებ იტყობინება იტალიური გამოცემა TuttoMercatoWeb-ი.  ლაპორტამ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან შეხვედრისას თქვა, რომ მოხარული იქნება, თუ მესი დარჩება “ბარსელონაში”, მაგრამ ეს შეუძლებელია.

 

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ის ყველანაირად ცდილობდა მესისთან მუშაობის გაგრძელებას.

ამავდროულად, მესის თავად ცრემლები წამოუვიდა ბარსელონაში გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის დროს. მან თქვა, რომ მას არასოდეს წარმოედგინა, რომ შეეძლო დაეტოვებინა ეს საფეხბურთო კლუბი.

 

 

 

 

 

თამო თავხელიძე