კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბებით იწყებს გავრცელებას.

აღსანიშნავია ყოველწლიური ზამთრის ერთკვირიანი LGBTQ ფესტივალი, რომელიც მაიამიში ათასობით ადამიანის მონაწილეობით გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება 10 მარტს დასრულდა, მომდევნო კვირაში რამდენიმე ფესტივალის მონაწილეს კორონა ვირუსის ტესტის დადებითი შედეგი დაუდგინდა.

როგორც Rea Carey, ეროვნული LGBTQ-ის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი იტყობინება, შესაძლოა ღონისძიების დასრულების შემდგომ სხვა ბევრ ადგილას გადაადგილდნენ მონაწილეები, თუმცა ოგრანიზატორები თავს ვალდებულად თვლიდნენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რაც შეიძლება მალე გაევრცელებინათ.

ამ ფესტივალზე დამსწრე ადამიანები ინფორმირებულნი და აღჭურვილნი იყვნენ სანიტარული საშუალებებით . როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ვირუსი შესაძლოა მაშინაც კი არსებობდეს ორგანიზმში, როცა სიმპტომები არ ვლინდება, ამიტომ საჭიროა ყველა წესის დაცვა და მობილიზაცია.

უახლესი ინფორმაციით დონალდ ტრამპმა ქვეყნის მასშტაბით აკრძალა 10 ადამიანზე მეტი შეკრების მოწყობა. ასევე საინტერესოა, რომ აშშ-ის მილიონობით მოქალაქეს სურს გაიაროს ტესტირება ე.წ COVID-19-ზე, თუმცა ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით მათ არ მიეცათ.

 

წყარო: nbcnews

 

ავტორი: მარიამ ბარბაქაძე