ლაშა ჟვანია: რა თქმა უნდა ტაძრებში შეიძლება დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბოს

რა თქმა უნდა ტაძრებში შეიძლება დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ ის მითითებები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. აუცილებელია ამის გათვალისწინება იმისათვის რომ სხვები დავინდოთ, თუ საკუთარ თავს არ ვინდობთ. ქრისტიანობა საკუთარ თავზე ზრუნვა არაა, სხვებზე ზრუნვაა და ამიტომ დისტანცირება აუცილებელია… წმინდა ზიარების წესი მაცხოვარმა დაადგინა და არავის არ ძალუძს, რომ ეს შეცვალოს. თუკი ამას შეცვლის ვინმე, მაშინ ის ეკლესია აღარ იქნება. ამიტომ ეკლესიას ვერ მოვთხოვთ იმას, რომ მოჭრას ის ტოტი და ის ფესვი, რომელზეც არის აღმოცენებული. ამიტომ შეუძლებელია ამაზე საუბარი, ასე იქნება უკუნისამდე, ამაში დარწმუნებული ვარ”. – აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

2020-04-03T20:47:00+04:00აპრილი 3rd, 2020|