ლაგოდეხში, ადგილობრივი მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიის წინააღმდეგ გამოვიდა.

ახალგაზრდობის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა, წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან, წყლის მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადასახადის მოთხოვნა, გააპროტესტა.

„საქმე იმაშია, რომ ხელოვნურად გაზრდილი გადასახადი მოგვდის. გარდა ამისა, წყალი დაბინძურებულია, შეიძლება დაავადებაც გაგვიჩნდეს.

სუფთა წყალი მოგვაწოდონ, თუ არადა, მრიცხველებს დავამტვრევთ“ – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

მოსახლეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია შეხვდა, რომელიც ადგილობრივებს პრობლემის შესწავლას დაპირდა.