მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები კორონავირუსს მაქსიმალური ძალებით ებრძვიან და ხალხს მოუწოდებენ, რომ დარჩნენ სახლში.

რეკორდულად იზრდება მონაცემები ევროპაში. ინფიცირების შემთხვევებით პირველ ადგილზე ესპანეთია. ქვეყანაში თითქმის 15 ათასი დაღუპულია.

ესპანეთში არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, ორჯერ მეტიც კი იყოს. ანალოგიურად მძიმე ვითარებაა იტალიაში, ქვეყანაში ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.

მსოფლიოში სულ მილიონ 446 ათასი ინფიცირებულია. “კოვიდ 19″-ი კი თითქმის 309 ათასმა ადამიანმა დაამარცხა .

ირანში კი, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მცირდება, ირანის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი საედ ნამაქი აცხადებს, რომ შემთხვევები ზოგიერთ პროვინციაში მნიშვნელოვნად შემცირდა.

რაც შეეხება ინდოეთს, იქ პოლიციელები ქუჩებში ახალი კორონავირუსის ფორმით გამოჩნდნენ და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.