კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საფრანგეთი მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთს გადაუსწრო. ვირუსმა საფრანგეთში მცხოვრები 4 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

რეკორდულად გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი ესპანეთშიც.​პირენეის ნახევარკუნძულის ამ ქვეყანაში 923 ადამიანი დაიღუპა.

სიკვდილიანობის მაჩვენებლით ასევე მოწინავე პოზიციას იკავებს იტალია, აქ ბოლო ერთ დღეში 700-ზე მეტი ფატალური და ინფიცირების 4 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში 13 ათასზე მეტი დაღუპულია.