კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტი ბათუმში, “მედალფაში” გარდაიცვალა.

კლინიკის რეგიონული მენეჯერის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, პაციენტი 8 აპრილს შეიყვანეს “მედალფაში”, გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს, 13 აპრილიდან ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

პაციენტის გარდაცვალება დღეს 21:50 საათზე დაფიქსირდა.

ანთაძის თქმით, ინფიცირებულს კორონავირუსის გარდა აღენიშნებოდა სხვა თანხმლები დაავადებები –  შაქრიანი დიაბეტი, გულსისსძარღტვთა უკმარისობა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.