როდესაც ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოვა, ხალხს სავარაუდოდ, ორი დოზა დასჭირდება – ამან, შესაძლოა, პრობლემები გამოიწვიოს. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც უცხოური მედია წერს, პრობლემა შეიძლება შეიქმნას, როგორც მომარაგებისა და ქვეყნის მასშტაბით განაწილების კუთხით, ასევე, ადამიანების დარწმუნების თვალსაზრისით, რომ ისინი ვაქცინაციის ჩასატარებლად უნდა მივიდნენ არა ერთხელ, არამედ ორჯერ.

ვანდერბილის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესორი კელი მური აცხადებს, რომ ეს იქნება ყველაზე რთული მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამა კაცობრიობის ისტორიაში, რაც მოითხოვს დიდ ძალისხმევას.