კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა. COVID-19 დაბა ახალდაბაში დადასტურდა. 30 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, საბაჟოზე მუშაობს და COVID ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება.

ახალდაბაში ყვებიან, რომ ინფიცირებული მშობლებთან, რამდენიმე დღის წინ, თბილისიდან ჩავიდა.

“ის თბილისის მაცხოვრებელია. მის კავშირს 13 აპრილს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ ის მაშინვე გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში, გამთენიისას კი მისი პასუხი ვირუსზე დადებითი მოვიდა. გამოვიკვლიეთ კონტაქტები, მის დას, ვის სახლშიც ინფიცირებული ცხოვრობდა COVID-ზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა,”- აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი.

2020-04-16T18:36:08+04:00აპრილი 16th, 2020|