კორონავირუსის გამო აშშ რეგულარულ სავიზო მომსახურებას ყველა ქვეყანაში აჩერებს

კორონავირუსის გამო აშშ რეგულარულ სავიზო მომსახურებას ყველა ქვეყანაში აჩერებს

კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ რეგულარულ სავიზო მომსახურებას ყველა ქვეყანაში აჩერებს. ამ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიის გამო 20 მარტიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა ქვეყანაში არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებში სავიზო მომსახურებას დროებით აჩერებს. ყველა საიმიგრაციო ან არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სავიზო მომსახურების აღდგენის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 16 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 219 ადამიანი ემსხვერპლა.

2020-03-20T22:24:13+04:00მარტი 20th, 2020|