რამდენიმე თვეში, კორონავისრუსის პანდემიის გამო, თუ ქვეყნების მთავრობებმა რადიკალური ზომები არ მიიღეს, მსოფლიოს “ბიბლიური მასშტაბის შიმშილი” ემუქრება. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს ტელეკონფერენციაზე, გაეროს “მსოფლიო სასურსათო პროგრამის” დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა.

“კარანტინმა და რეცესიამ ადამიანების შემოსავლების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ეს განსაკუთრებით ღარიბ ფენას შეეხო. მთელ რიგ ქვეყნებში დაეცა სურსათით მომარაგების დონე,” – აცხადებს იგი.

ექსპერტების გამოთვლით, უკვე დღეს, მსოფლიოში უკვე 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, 135 შიმშილის კრიტიკულ ზღვარზეა, და მათ არანაკლებ 130 მილიონი კიდევ დაემატება.

ამასთან, ე.წ. შიმშილის ზღვარზე მყოფ ქვეყნების რიგს შესაძლოა კიდევ 30 სახელმწიფო დაემატოს.

 

წყარო: ნიუპოსტი