კორონა ვირუსის გავრცელებამ,რომელიც ჩინეთში წარმოიშვა,მსოფლიო ბიზნესზე დიდი გავლენა მოახდინა.ქვემოთ მოცემულია ბიზნეს სქემები ვირუსის ეკონიმიკური გავლენის უკეთ აღსაქმელად.

გლობალური აქციები დარტყმის ქვეშ

დიდ საფეხურებს საფონდო ბაზრებზე, სადაც კომპანიებში აქციების შეძენა და გაყიდვაა, შეუძლია გავლენა იქონიოს პენსიების ან ინდივიდუალური შემნახველი ანგარიშების (ISA) მრავალ ინვესტიციაზე.

 

FTSE, Dow Jones Industrial Average– მა და Nikkei– მა უზარმაზარი ვარდნა განიცადეს 31 დეკემბრის დაწყებისთანავე.

 

ინვესტორები შიშობენ, რომ კოროვირუსის გავრცელება ანგრევს ეკონომიკურ ზრდას და მთავრობის მცდელობა შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო.ამის საპასუხოდ,მრავალ ქვეყანაში ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები.ეს თეორიულად ითვალისწინებს სესხის იაფად  აღებას კონომიკის გასაძლიერებლად.მათ შორის არიან აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა და ინგლისის ბანკი, რომლებიც შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს.

 

ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტურისტული ინდუსტრია. ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს და ტურისტებმა გააუქმეს მივლინებები და არდადეგები. მსოფლიო მასშტაბით კი დაწესდა შეიზღუდა  ქვეყნებს შორის მიმოსვლა, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

 

Covid-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის გამო,ევროკავშირი კრძალავს 30 დღის განმავლობაში მოგზაურობას საზღვრებს გარეთ.ანალიტიკური ფირმის ForwardKeys- ის შეფასებით, გაუქმდა  48.200-მდე ფრენა, 10,2 მილიონი ადგილით, ყველაზე მეტი გავლენა Air France– ზე მოხდა.

 

აშშ – ში ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის აეროპორტებიდან მოგზაურებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.რაც შეეხება დიდი ბრიტანეთს, სამოგზაურო ინდუსტრიის ექსპერტებმა გამოთქვეს შეშფოთება ჩინელი ტურისტების სახლიდან გაუსვლელობის გამო. VisitBritain- ის მიხედვით.  2019 წელს 12 თვის განმავლობაში, სექტემბრის ჩათვლით, ჩინეთიდან დიდ ბრიტანეთში 415,000 ვიზიტი განხორციელდა. ჩინელი მოგზაურები ასევე სამჯერ მეტს ხარჯავენ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს,თითოეული მათგანი საშუალოდ 1.680 ფუნტს.

მომხმარებლების რაოდენობის კლება
ვირუსის შიშისა და მთავრობის მიერ გაცემული  რეკომენდაციების შედეგად გამოწვეულმა სიფრთხილემ  დამანგრეველი გავლენა მოახდინა სასტუმროებსა და რესტორნებზე.

 

 

ქარხნების მუშაობის შეფერხება ჩინეთში 

ჩინეთში, სადაც კორონა ვირუსი  პირველად გამოჩნდა, სამრეწველო წარმოება, გაყიდვები და ინვესტიციები დაეცა წლის პირველ ორ თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ჩინეთი მსოფლიო მასშტაბით წარმოების მესამედს შეადგენს და მსოფლიოში საქონლის უდიდესი ექსპორტიორია.

ჩინეთის ინდუსტრიის შენელება კოსმოსიდანაც კი ჩანს.ნასას თქმით, დაბინძურების მონიტორინგის თანამგზავრებმა ქვეყანაში აზოტის დიოქსიდის მნიშვნელოვანი ვარდნა დააფიქსირეს.  ვარაუდობენ, რომ ეს ”ნაწილობრივ მაინც” არის გამოწვეული  ეკონომიკის შენელებით.

 

შეზღუდვებმა იმოქმედა მსხვილი კომპანიების მიწოდების ქსელებზე, როგორიცაა სამრეწველო მოწყობილობების მწარმოებელი JCB და მწარმოებელი Nissan.მაღაზიები და ავტომობილების დილერი მწარმოებლები აცხადებენ, რომ მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.მაგალითად, ჩინური ავტომობილების გაყიდვები თებერვლის პირველ ნახევარში  92% -ით შემცირდა. სხვა  მწარმოებლები კი, როგორებიცაა Tesla ან Geely, ახლა ონლაინ რეჟიმში ყიდიან მანქანებს, რადგან მომხმარებლები თავს იკავებენ შოურუმებში ვიზიტისაგან.

 

“უსაფრთხო” ინვესტიციებმაც დარტყმის ქვეშ

კრიზისის დროს, ინვესტორები ხშირად ირჩევენ ნაკლებად სარისკო ინვესტიციებს.ოქრო ტრადიციულად ითვლება  ინვესტიციისთვის “უსაფრთხო თავშესაფრად”  გაურკვევლობის დროს.მარტამდე ოქროს ფასი გაიზარდა. ახლა კი, როდესაც ინვესტორები სულ უფრო მეტად შიშობენ გლობალურ კრიზისს, ოქროს ფასიც  დაეცა.

ანალოგიურად დაეცა ნავთობის ფასი და ის ყველაზე დაბალია 2001 წლის ივნისის შემდეგ.

ინვესტორები შიშობენ, რომ ვირუსის გლობალური გავრცელება  კიდევ უფრო  მეტად დაარტყავს  გლობალურ ეკონომიკას.ნავთობზე  ფასები კორონავირუსმა კიდევ უფრო შეამცირა.

ზრდის შესაძლო სტაგნაცია

თუ ეკონომიკა იზრდება, ეს ზოგადად ნიშნავს მეტ ახალ სამუშაო ადგილს.როგორც წესი, ეს იზომება სამ თვეში ან წელიწადში ერთხელ  მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული ცვლილების ან წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით.

ეკონომიკისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად,2009 წლის შემდეგ წელს  მსოფლიო ეკონომიკა შეიძლება გაიზარდოს ყველაზე ნელი ტემპით, კორონავირუსული ინფექციის  გამო.

 

 

 

წყარო: https://www.bbc.com/

თარგმანი: ქეთი სამადაშვილი