„კონსულტაციების ბოლო ეტაპზე ვართ“ – ანი მიროტაძე „ლელოს“ უერთდება?!

ანი მიროტაძე “ლელოსთან კონსულტაციებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი”ავრცელებს.

„გიდასტურებთ, რომ კონსულტაციების სულ ბოლო ეტაპზე ვართ. ეს კონსულტაციები რამდენიმე თვე გრძელდებოდა და საბოლოო გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული. ვიქნები თუ არა მაჟორიტარი, ამ საკითხზე გადაწყვეტილი პასუხი არ შემიძლია გითხრათ, რადგან მიმდინარეობს საკითხზე შეჯერება.

როცა პოლიტიკაში ხარ, ყველა ვარიანტი უნდა განიხილო. ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ შესაძლებლობებსა და შანსებს განვიხილავთ“, – განაცხადა მიროტაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120  – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.

2020-08-10T23:08:04+04:00აგვისტო 10th, 2020|