„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვართ ერთგული იმ პოზიციის, რომ ივანიშვილის ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა ევროპული ტიპის კოალიციური მმართველობით უნდა დასრულდეს და ასეც მოხდება იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა, რომლის გამოც ამდენმა ადამიანმა იბრძოლა, ნიშნავს იმას, რომ არცერთი ხელისუფლება აღარ იქნება ბატონი და იქნება მსახური.

ქვეყანაში ისტორიული გზაგასაყარი დგება და მე დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს დაფიქსირდება ჯამურად ოპოზიციის უპირატესობა „ქართულ ოცნებაზე“ და შემდეგ დაიწყება ის კოალიციური მოლაპარაკებები, რომელიც ბუნებრივია, ჩვენი სინამდვილისთვის ახალია. კოალიციური მმართველობა ნიშნავს იმას, რომ არცერთი ადამიანის ან ჯგუფის ხუშტურზე აღარ ივლის ქვეყანა და ნაცვლად ბატონისა, გვეყოლება მსახური მთავრობა“, – განაცხადა უგულავამ.