ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯეი ინს კორონავირუსის გამო წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ ქვეყანაში ეპიდემიას მალე დაამარცხებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესსმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრესმდივნის განცხადებით, კიმ ჩენ ინი შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების გამო.
“კიმ ჩენ ინი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ამ დაავადებაზე გავიმარჯვებთ და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იქნება”, — განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
როგორც სეულში აცხადებენ, კიმ ჩენ ინის წერილს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მადლობის წერილით უპასუხა.
ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 5 766 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მსოფლიოში კორონავირუსით 95 000 ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 200 ადამიანზე მეტია. ვირუსი მსოფლიოს 84 ქვეყანაშია გავრცელებული. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 53 688-ია.
ამავე თემაზე:
- როგორ ავირიდოთ COVID-19-ის გავრცელება სამუშაო სივრცეში — WHO-ს რეკომენდაციები დამსაქმებლებს
- გამყრელიძის თქმით, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, კარანტინში გადაიყვანენ
- გამყრელიძე: ვთხოვ საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებს, საზღვარზე სიმპტომებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ
გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ის, რაც კორონავირუსისგან თავის დასაცავად უნდა იცოდეთ.
წყარო: www.on.ge