ხულოში მეწყერი ჩამოწვა – ხიხაძირის ხეობის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მეწყერი ხიხაძირი-თხილვანას დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწვა, რის გამოც გზა სრულად ჩაიხერგა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უცნობია როდის აღდგება საგზაო მოძრაობა. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.