„დროა ნამდვილად დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ დღესვე ვიცოდეთ რა ვითარებაში ვატარებთ არჩევნებს, რომ შემოდგომაზე უცბად არ აღმოჩნდეს ისეთი მდგომარეობა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტა თითქოს ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება მისაღები არ არის.
ბუნებრივია ისინი ახლა თვლიან, აწყობთ თუ არა არჩევნები შემოდგომაზე და ამის მიხედვით იმოქმედებენ. თუმცა, ნამდვილად არ უნდა დავუშვათ ჩვენ, მთლიანად საქართველოს ოპოზიციამ, რომ ხელისუფლებამ თავის თავზე მოირგოს არჩევნების ჩატარების თარიღები.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, გავაცოცხლებთ ყველა ფორმატს, რომელიც აქამდე არსებობდა ოპოზიციის კონსულტაციებისთვის, რათა არ დაუშვათ, რომ ხელისუფლებამ ისე ჩაატაროს არჩევნები, როგორც მას აწყობს“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „ფორმულასთან“.