საინტერესო პროცესი მიდის მსოფლიოში. დემოკრატია ტოტალიტარიზმს არის შეჯახებული და მინდა ვთქვა, რომ ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს.
დემოკრატიასაც გააჩნია სუსტი მხარეები, მაგალითად ადგილობრივი კულტურის და ტრადიციების ვერ/არგათვალისწინება და ამის გამო დამარცხებული დიქტატურის შემდეგ ბევრი ქვეყანა არც თუ ისე დემოკრატიულ ქაოსში გადაეშვა.
თავად დემოკრატიის და თავისუფლების სიღრმეშიც წარმოიშვა ფსევდოლიბერალური ტოტალიტარული სიმახინჯე, რომელიც სწორედ ახლა, დემოკრატიის ციტადელს, ამერიკას დანგრევით ემუქრება.
ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ. უახლეს ისტორიაში საქართველოში არ ყოფილა არც ერთი სრულად დემოკრატიული ხელისუფლება. ვერც იქნებოდა. მხოლოდ მეტნაკლებად. ამ ჯერზე ალბათ ყველაზე უარესი ვარიანტი გვაქვს. ამაზე უარესი ალბათ მხოლოდ ფსევდოპატრიოტული ნეოთეოკრატია შეიძლება იყოს. რისი საფრთხეც ჯერ მცირეა.
იმის თქმა მინდა, რომ ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. უარესი ნამდვილად ვეღარ იქნება !
წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე.