ხელისუფლება აპირებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების კალენდარს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს

„მაშინ, როდესაც კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა ჩაკეტილი იყო მთელი ქვეყანა, ადამიანები სახლში იყვნენ გამოკეტილი. ავტომობილით გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო. ახლა, როდესაც 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არ არის ისეთი შეზღუდვები, როგორიც დასაწყისში იყო დაწესებული. ძალიან კარგად მიხვდნენ, რომ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ადამიანები შიმშილის ზღვარზე მივიდნენ. ხელისუფლება არათანმიმდევრულია, არ ითვალისწინებს ხალხის საუკეთესო ინტერესს. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების კალენდარს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო გააბრაზებს საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე საკუთარი ინტერესით დგას უფრო მაღლა, ვიდრეს ეს ბიძინა ივანიშვილს გონია“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

2020-09-13T09:25:53+04:00სექტემბერი 13th, 2020|