„ბატონო გიორგი, არ გავამახვილებდი ყურადღებას საკუთარ თავზე, მაგრამ რადგან თქვენ ჩემი და ჩემი მეგობრების გვარი ახსენეთ 20 ივნისთან დაკავშირებით, გეუბნებით თქვენ, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხართ მატყუარა, ამას გეუბნებით საქართველოს პარლამენტის წინაშე, თქვენი მთავრობის წინაშე და აი, ამ უმრავლესობის წინაშე და თქვენ ეს უმრავლესობა რომ ხართ, თქვენ კარგად იცით იმ დღეს რას ვაკეთებდი მე და რას აკეთებდნენ ჩემი მეგობრები, როდესაც პროვოკაცია მოაწყეთ იქ და გაიყვანეთ ხალხი გარეთ და როდესაც დაუპირისპირეთ ადამიანებს. ამიტომ გეუბნებით თქვენ, თქვენ ხართ მატყუარა, ეს დაიმახსოვრეთ თქვენც და ამ უმრავლესობამაც. მატყუარა პრემიერი”, – განაცხადა რატიანმა.

რატიანის ამ გამოსვლას მასსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.