კარწახში, საქართველო–თურქეთის საზღვართან ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

კარწახში, საქართველო–თურქეთის საზღვართან, ჯავახეთის მოსახლეობა აქციას მართავს. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაცხოვრებლები საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გადაკეტვას აპირებენ, რომლითაც საქართველო-თურქეთს შორის ტრანზიტული მოძრაობა, ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.

ისინი პროტესტის ამ გზით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღება მიიპყრონ, რათა თურქეთმა, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანს იარაღი არ მიაწოდოს.

ამის გარდა, დღეს სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ახალციხესა და ახალქალაქში შეიკრიბა და იმ გზებზე იმსჯელეს, თუ როგორ დაეხმარონ სომხეთს.

რეგიონის მოსახლეობამ სომხეთში უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი.

2020-09-30T02:08:10+04:00სექტემბერი 30th, 2020|