კანადაში, უცნობი ნევროლოგიური დაავადების გავრცელება, რომელიც გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე, ორ წელზე მეტია ფიქსირდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იტყობინება.

ნიუ ბრუნსვიკის ჯანდაცვის მუშაკის განმარტებით, საეჭვო შემთხვევების რიცხვი იზრდება. დაზარალებული ახალგაზრდები აღნიშნავენ უძილობას, წონის დაკლებას, ჰალუცინაციების, შეზღუდული მზადყოფნის და აზროვნების სირთულეს.

ამ დროისთვის დაფიქსირდა დაავადების 48 შემთხვევა. ამავდროულად, მეცნიერებმა დააფიქსირეს მინიმუმ 9 შემთხვევა, როდესაც სიმპტომები დაფიქსირდა ორ ადამიანში, რომლებიც ახლო კონტაქტში იყვნენ, თუმცა არ იყვნენ ნათესავები. ექსპერტების აზრით, დაავადების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გარემო ფაქტორი იყოს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ მამაკაცს ჰქონდა დემენციის სიმპტომები და კუნთების მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. მის მეუღლეს, რომელიც პაციენტზე ზრუნავდა, დაეწყო უძილობა, ჰალუცინაციები და დემენცია, 30 წელს გადაცილებული კიდევ ერთი, ზედმეტი ნერწყვის გამო, იძულებული გახდა მილის მეშვეობით მიიღოს საკვები, ხოლო მის მეურვესაც ანალოგიურად ნევროლოგიური აშლილობის სიმპტომები დაეწყო.

პროვინციის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შემთხვევები არასწორი დიაგნოზის შედეგია და პაციენტებს ცნობილი პათოლოგიები აწუხებთ.

ჟურნალისტების ინფორმაციით, პროვინციაში აღნიშნული სიმპტომებით დაავადებული 8 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილზე ექიმები,  გარდაცვალების მიზეზად ალცჰეიმერის დაავადებას ასახელებენ, რომელიც, ახლობლების თქმით, ქალს არასოდეს ჰქონებია.

 

 

თამო თავხელიძე