კახეთი მწვანე ზონად რჩება- ამ დრომდე კორონა ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 12 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია. კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ამ დრომდე კახეთი მწვანე ზონად რჩება. რეგიონში „კოვიდ 19“-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. დღეს გამოსაკვლევად ლუგარში კახეთიდან კიდევ რამდენიმე მოქალაქის სინჯი გადაიგზავნა. პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ დილით გახდება ცნობილი. დღეის მონაცემებით, რეგიონის 8 საკარანტინო სივრცეში 354 მოქალაქე იმყოფება.

2020-04-15T21:17:44+04:00აპრილი 15th, 2020|