ჯორჯ სოროსი: კორონავირუსით გამოწვეული ზიანი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ადამიანების უმეტესობა ფიქრობს

კორონავირუსით გამოწვეული ზიანი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ადამიანების უმეტესობა ფიქრობს. ეს არაა თეორიული შესაძლებლობა, ეს ტრაგიკული რეალობაა, – ამბობს 89 წლის ამერიკელი მილიარდერი, ჯორჯ სოროსი. ამის შესახებ Aljazeera წერს.

სოროსი სკეპტიკურადაა განწყობილი ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის მიმართაც და მიიჩნევს, რომ ვირუსის სწრაფი ევოლუციის პირობებში, ვაქცინა მოცემულობას ვერ შეცვლის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.