ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 წლის ბიჭი მოკლეს

ჯორჯ ფლოიდისთვის გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 წლის ბიჭი მოკლეს. ამის შესახებ skynews-წერს.

ახალგაზრდა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს.

თინეიჯერი დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, საღამოს პროტესტის მსვლელობისას გარდაიცვალა და ეს 10,000-ობით ქუჩაში მყოფმა ადამიანმა დაინახა. ატლანტაში 100-ობით დემონსტრანტი პოლიციას დაუპირისპირდა და ისინი მათ სამუშაოს მიტოვებისკენ მოუწოდებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

2020-05-31T02:01:29+04:00მაისი 31st, 2020|